loader

"Yeeees! ტოპ 20-ში ვართ!" - ნუცა ბუზალაძის ფურორი სცენაზე, ფეხზე წამომდგარი დარბაზი და გაოცებული ჟიური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"Yeeees! ტოპ 20-ში ვართ!" - ნუცა ბუზალაძის ფურორი სცენაზე, ფეხზე წამომდგარი დარბაზი და გაოცებული ჟიური

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის 20 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა, ახლა კი ბრძოლას 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად განაგრძობს.

მან ტონი ბრექსტონის სიმღერა Un-Break My Heart შეასრულა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

ქართველი კონკურსანტის შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ დარბაზი და ჟიური ფეხზე წამოდგა.

"Yeeees! ტოპ 20-ში ვართ და დღევანდელი ხმის მიცემით გადაწყდება, ხვალინდელ ლაივზე გავალ თუ არა ტოპ 12-ში!

გთხოვთ, მეგობრებო, არ დაიზაროთ, სულ რაღაც 10 საათი გვაქვს ხმის მისაცემად!

ამისთვის არსებობს გზა:

მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინმისამართზე AmericanIdol.com/vote...

მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app...

მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით 26 ნომერზე 21523... ანუ ჯამში 30 ხმას მიგზავნით" - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.