loader

როგორ გამოიყურება ლევილის მამული რეაბილიტაციის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ლევილის მამული რეაბილიტაციის შემდეგ

თეა წულუკიანი ლევილის მამულში განხორციელებული სამუშაოების პირველ შედეგებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ლევილის მამულში 2022-2023 წლებში განხორციელებულ სამუშაოებს და სხვადასხვა ფრანგული სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე, ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლევილის მამულში 2022 და 2023 წლებში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.ლევილის მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.