loader

"მზად ვარ თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს" - ლევან ხაბეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მზად ვარ თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს" - ლევან ხაბეიშვილი

"მზად ვარ, საქართველოს პარლამენტის წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობაში ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს. მოწმეებზე, ანუ "რობოკოპებზე", განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე, 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას,ზეწოლას ვერ განახორციელებს, მისი მიმალვაც გამორიცხულია, მითუმეტეს უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდან გასვლის საკითხი და ასევე, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამაჯურით მოხდეს მისი გათავისუფლება.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში, მზად ვარ, მე ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.