"ნუცამ ბავშვების ჰეითერებს და ბულერებს ღია მხარდაჭერა რომ გამოუცხადა ყველაზე ცხელ მომენტში, იმედია, ეს ამბები უცნობი დარჩება ამერიკისთვის" - როგორ გამოეხმაურა თეა ადეიშვილი ზაზა შენგელიას სტატუსს, რომელიც ნუცა ბუზალაძის გარშემო ატეხილ აურზაურს ეხებოდა
ნუცა ბუზალაძის გარშემო ატეხილი აურზაური გრძელდება. "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ სურს დაარღვიოს ტრადიცია ქართულ პოლიტიკაში, მედიასა და სოციალურ ქსელში გამეფებული სიძულვილის და სიძულვილზე სიძულვილით პასუხის სამწუხარო ტრადიცია და მადლობა უთხრას ნუცას „ჰეითერებს“, აბსოლუტურად ყველას, ნუცას სამართლიანი და უსამართლო კრიტიკისთვის…
"მე მინდა დავარღვიო ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და სოციალურ სივრცეში გამეფებული სიძულვილის და სიძულვილზე სიძულვილით პასუხის სამწუხარო ტრადიცია და მადლობა ვუთხრა ნუცას ჰეითერებს, აბსოლუტურად ყველას, ნუცას სამართლიანი და უსამართლო კრიტიკისათვის…მერწმუნეთ, ეს პირადად მას კიდევ უფრო გააძლიერებს და მინდა ვისურვო, რომ თუნდაც მარტო საკუთარ თავთან როცა დარჩებით, თუნდაც თქვენს აზრებში გაგეაზრებინოთ ბოლომდე, რამხელა რამეს არის აბსოლუტურად მარტო შეჭიდებული 350-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამერიკაში, 25 წლის ქართველი გოგო, შეგეცვალოთ მასზე აზრი და გეამაყოთ ნუცათი იმიტომ, რომ ის არის თქვენი საქართველოს შვილიც. თქვენ ნახავთ, რამდენი ამერიკელი მისცემს ხმას ნუცას ამ კონკურსში, ბევრი ისეთი ამერიკელიც კი, რომელიც დღეს სვამს კითხვას - თუ რატომ მონაწილეობს უცხოელი American Idol-ის კონკურსში...
მე ვიცი, თუ რომელ სიმღერას შეასრულებს ნუცა ამ კონკურსზე. მინდა ოდნავ შევაღო კონკურსის კულუარები და დაგასპოილეროთ: ამ ტურში, იმის გარდა, რომ კონკურსანტები სიმღერებს შეასრულებენ, ეთერში გავა ასევე ვიდეოები მათ შესახებ და ვიცი, რომ ნუცას შესახებ მზადდება ძალიან ემოციური და ძლიერი ვიდეო, რომელიც კიდევ უფრო მეტად სხვა თვალით დაანახებს ყველას მის პიროვნებას და კეთილგანაწყობს ამერიკულ ტელეაუდიტორიას ნუცას მიმართ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, პირველ რიგში ამერიკაში, პუერტო-რიკოში, ვირჯინიის კუნძულებზე მცხოვრებ ქართველებს და ასევე საქართველოში მცხოვრებ ქართველებს - მივაწვდინოთ ხმა ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, ნაცნობებს - გავერთიანდეთ ყველანი ნუცას მხარდასაჭერად!
შენგელიას ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მათ შორის გახლდათ ჟურნალისტი თეა ადეიშვილი, რომელმაც ცნობილი ფაქტი გაიხსენა, როდესაც ბერა ივანიშვილს ნუცამ საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა", - წერს ზაზა შენგელია.
აღნიშნულს სტატუსს სოციალურ ქსელში თეა ადეიშვილი გამოეხმაურა:
"ნუცას წარმატებას ვუსურვებ, ჩემი ამერიკელი დისშვილი, მისი მშობლებით და მეგობრებით ძალიან ორგანიზებულად აძლევენ ხმას ამერიკიდან და საკმაოდ ბევრნი არიან. ძალიან პრაგმატულად ვუყურებ ნუცას ყველა შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ვუყურებ, როგორც საქართველოს პოპულარიზაციას და წარმატებას დიდ ასპარეზზე. თორემ ნუცა არ დაიკარგება, ყველგან წავა, როგორც ვხედავ… რაც შეეხება სხვა მხარეს, ნუცამ ბავშვების ჰეითერებს და ბულერებს ღია მხარდაჭერა რომ გამოუცხადა ყველაზე ცხელ მომენტში, იმედია, ეს ამბები უცნობი დარჩება ამერიკისთვის. ეგ რომ გაიგონ, მერე სად გადავა და როგორ, შენ უკეთ იცი, ზაზა. ამიტომ, პირველ რიგში, ნუცას ვუსურვებ საკუთარ სტერეოტიპულ მენტალობასთან გამორკვევას, ძალაუფლებიანი და ფულიანი მანიაკები და მათი გამმართლებელ-თაყვანისმცემლები იმ ქვეყანაში (და ყველა ნორმალურ საზოგადოებაში), სადაც ახლა ნუცას ყველას მხარდაჭერა სჭირდება, მინიმუმ, დიდი სირცხვილია," - წერს თეა ადეიშვილი.