“გახშირდა ფაქტები, როცა დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ: სავარაუდოდ, ეძებენ ცარიელ ბინას“ - მოქალაქე სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოებს ასაჯაროებს
“მოგესალმებით - ვდებ 2 ვიდეოს, ერთი გუშინდელია, მეორე დღევანდელი.. გახშირდა ფაქტები, როცა დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, კითხულობენ ვინმე “კაწიას” ან “ტატუიშნიკ გიორგის”. პირველ ვიდეოში საღამოს 21:12 წუთზე, გოგომ დააკაკუნა და დედაჩემმა ინსტინქტურად გაუღო კარები, რომელიც ტატუიშნიკ გიორგის ეძებდა. რომ უთხრა, სხვაგან მოხვდითო, ტელეფონი სთხოვა, რომ დავრეკოო, რაზეც უარი მიიღო.
მეორე ვიდეოში დილის 11:43 წუთზე ვიღაც ახალგაზრდა, რომელიც ჩანს, რომ აშკარად არ არის ფხიზელი, აკაკუნებს 3-ივე კარებზე. ამ შემთხვევაში დედაჩემმა კარები არ გაუღო, კითხულობდა “კაწიას”, რომელიც თურმე გუშინ დაუტოვებია ვიღაც გიორგისთან ამ ბინაში და ამ სართულზე. ფრთხილად იყავით და კარები არავის გაუღოთ. სავარაუდოდ, ეძებენ ან ცარიელ ბინას, ან მოხუცს, რომელიც კარს გაუღებს ან ბავშვს. კარები რომ არავინ გაუღო, გაბრაზდა და გინებ-გინებით წავიდა. უბანი დიდი დიღომი“ - ავრცელებს “ფეისბუქის“ მომხმარებელი ჯგუფში “ქალაქის პრობლემები“