loader

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე ტარდება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, - აცხადებენ უწყებაში.

ამ დროისთვის ოფიციალურად არ კონკრეტდება, რა საქმეს უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები.

ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მას მოქალაქეებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნესცენტრში ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული, რის შემდეგაც ცენტრის ადმინისტრაციას მიმართეს, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიები ოპერირებდნენ ბიზნესცენტრ "ატრიუმში". როგორც ლაშა ფარულავა განმარტავს, მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.