“ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები“ - გიორგი ვაშაძემ კამპანიის “აჩუქე წიგნი“ ფარგლებში, დევიდ უილიამსის წიგნი -“ბანდიტი ბებია“ აირჩია
“აპრილი წიგნის ჩუქების თვეა. ჩვენც ვუერთდებით ამ კამპანიას და გვინდა, ჰოლდინგის სახელით გაჩუქოთ წიგნი. აქ არის როგორც მხატვრული, ისე ბიზნეს და საბავშვო ლიტერატურა. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი საჩუქარი. იმედი გვაქვს, თქვენც ჩაერთვებით კამპანიაში - აჩუქე წიგნი.“ - მიმართა ემა ტუხიაშვილმა გადაცემის სტუმარს.