"ამ ვიდეოში 13 წლის ვარ... სწორედ, ეს იყო მიზეზი, რატომაც შევარჩიე სიმღერა, რომელიც ჰავაის ტურში ვიმღერე" - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე?
"ამ ვიდეოში ვარ 13 წლის და ვასრულებ იმ სიმღერას, რომელიც ჰავაის ტურში ვიმღერე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც შევარჩიე Grace Potter-ის Paris Ooh La La. 13 წლის წინ ზუსტად ამ მომენტზე ვოცნებობდი, რაც ახლა ხდება - საოცრებებით არის სავსე ცხოვრება... არასდროს არ დანებდეთ" - ამის შესახებ ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკულ მეგაპროექტში, America იდოლ-ში მონაწილეობს, სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.