"ვინც აქეთ მიდიხართ, გაითვალისწინეთ!" - რა ხდება ამ წუთებში დიღმის მასივიდან დიდუბისკენ მიმავალ გზაზე?
"დიღმის მასივში, აღმაშენებლის ძეგლიდან იწყება ეს გაუგებარი საცობი და დიდუბეს უერთდება. ვინც აქეთ მიდიხართ, გაითვალისწინეთ!" - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ხვედელიძე წერს და "ფეისბუქზე" ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, გუშინ დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კი 23:00 საათიდან, წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.