NASA კიევის ცაზე დაფიქსირებულ ნათებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - რა გადაიღეს მოქალაქეებმა?
გუშინ, საღამოს საათებში, ადგილობრივებმა კიევის ცაზე კაშკაშა ნათება დააფიქსირეს.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება:
"დაახლოებით 22:00 საათზე კიევში, ცაზე დაფიქსირდა საჰაერო ობიექტის სიკაშკაშე. წინასწარი ინფორმაციით, ეს ფენომენი NASA-ს კოსმოსური თანამგზავრის დედამიწაზე დაცემის შედეგი იყო".
თუმცა მოგვიანებით NASA-მ ინფორმაცია უარყო:
“კიევის ცაზე დაფიქსირებული ნათება არ უკავშირდება NASA-ს. თანამგზავრი რჩება ორბიტაზე და არ შესულა დედამიწის ატმოსფეროში. ის ნამდვილად არ გადაფრენილა კიევის თავზე. NASA და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აგრძელებენ მასზე თვალყურს. გარდა ამისა, კომპანიის სხვა თანამგზავრებიც არ შესულან ატმოსფეროში ორბიტიდან.“