რატომ დაიწყეს კრიშტიანო რონალდომ და MMA-ს მებრძოლებმა ფეხის ფრჩხილების შავად შეღებვა? - მიზეზი, რომელიც “სკანდალის“ უკან დგას
სოციალურ ქსელში გამოჩნდა სხვადასხვა სპორტსმენის ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მათ ფეხზე შავი ფერის გელ-ლაქი უსვიათ.
მათ შორის არის კრიშტიანო რონალდო და MMA-ს უამრავი მებრძოლი...
ამ მხრივ გამოირჩევა მებრძოლი ისრაელ ადესანია... დეტალზე ყურადღება დასავლურმა მედიამაც გაამახვილა, რადგან სპორტსმენები მილიონობით ადამიანმა გააკრიტიკა. ნაწილმა კი ჩათვალა, რომ ეს მათი გამორჩეული სტილია.
როგორც აღმოჩნდა, ლაქის წასმა ფრჩხილებზე სპორტსმენებს ჯანმრთელობის გამო სჭირდებათ. ლაქი მათ ფრჩხილებს სოკოს გაჩენისა და ბაქტერიებისგან იცავს.
ყველასთვის ცნობილია, რომ სპორტსმენებს ფეხსაცმლის ტარება გადაბმულად რამდენიმე საათით უწევთ, საღებავი ასევე მოქმედებს, როგორც დამცავი ფენა, რომელიც ხელს უშლის ფრჩხილების მტვრევას.