14 წლის გოგო ტროტუარზე იდგა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა - მძღოლი, რომელმაც მიმალვა სცადა, დაკავებულია
მძღოლი, რომელიც ვარკეთილში 14 წლის მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს, ხოლო შემდეგ ქვეითს დაეჯახა.
ვიდეო: "მთავარი არხი"