“ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ!“ - ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში სერია "ა"-ს ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ", "მილანს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
“რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.
ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები.
წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება“ - წერს ხვიჩა კვარაცხელია.