“თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი“ - რა სიმპტომებით ხასიათდება Covid 19-ის ახალი შტამი და როგორია მისი მიმდინარეობა
როგორც თსსუ-ს პროფესორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, Covid 19-ის ახალი შტამის სიმპტომებს ასევე განეკუთვნება ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა და ცემინება.
“Arcturus-ი “ომიკრონის” ქვეჯგუფს წარმოადგენს. შესაბამისად, დაავადების მიმდინარეობა არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმძიმით. მისი სიმპტომებია: ყელის მსუბუქი ტკივილი, თავის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, ხველა, ცემინება. ამასთან, აქ ერთი დამატებითი სიმპტომია, რომელიც “კორონავირუსის” სხვა მუტაციებს არ ახასიათებდა, ეს არის კონიუქტივიტი, ანუ თვალებიდან გამონადენის არსებობა, შეწითლება და ქავილი. ეს ამ ვარიანტისთვის უფრო დამახასიათებელია.“ - ვრცლად იხილეთ „ინტერპრესნიუსი“