“შეგახსენებთ, რომ ესწრებით ხმის უფლების გარეშე; ლაპარაკის უფლება არ მაქვს?“- ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სასამართლო სისტემის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭი დღეს არ ეყაროს, კამათი მოჰყვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მისთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია თავის დღის წესრიგს იმაზე აგებს, თუ რა განცხადებები გაკეთდება სხვა ქვეყანაში, თუმცა პარლამენტი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს.