loader

" - ერთპიროვნულად წყვეტთ, რომ ოპოზიციას გამოცდა ჩაგვიტაროთ?! - ნერვების აშლის ნაცვლად, სჯობს, უფრო მეტად ჩამოყალიბებული იყოთ" - კამათი ბიუროს სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

" - ერთპიროვნულად წყვეტთ, რომ ოპოზიციას გამოცდა ჩაგვიტაროთ?! - ნერვების აშლის ნაცვლად, სჯობს, უფრო მეტად ჩამოყალიბებული იყოთ" - კამათი ბიუროს სხდომაზე

იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხონ ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძეს მის მიერ ბიუროს სხდომაზე დაყენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭისყრაზე დღესვე დადგეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. აღნიშნულს ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.