"პალიტრა მედია" 28 წლისაა!
"და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო", - "პალიტრამედია" 28 წლისაა!
"თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით..." - ამ სლოგანით 1995 წლის 18 აპრილს იმჟამინდელ ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი - "კვირის პალიტრა" გამოჩნდა, რომელმაც პრესის მოყვარულებში თანდათან მოიპოვა პოპულარობა და საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა. მას შემდეგ ერთგული მკითხველი ყოველ ორშაბათს ელის მრავალფეროვან და საინტერესო სტატიათა პალიტრას.