loader

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ხერსონში იმყოფებოდა - რას წერს რუსული მედია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ხერსონში იმყოფებოდა - რას წერს რუსული მედია?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხერსონში იმყოფებოდა და "დნეპრის" სამხედრო შტაბში სამხედრო მეთაურებისგან ანგარიშები მოისმინა. რუსული მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში "დნეპრის" ჯარების შტაბ-ბინაში მოისმინა ანგარიშები საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკისგან, დნეპრის ჯგუფის მეთაურ გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩისგან და სხვა სამხედრო მეთაურებისგან", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე პუტინმა სამხედროებს მოსთხოვა, მოსაზრება გამოეთქვათ ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით შექმნილი ვითარების შესახებ და ინფორმაცია გაეცვალათ.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა ახლა", - განაცხადა პუტინმა.