“სინამდვილეში ეს ამბავი იყო ასე: ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით...“ - დაოჯახების შესახებ გავრცელებულ ჭორს გიორგი ჩალაძე და ანა წითლიძე სახალისო კომენტარებით ეხმაურებიან
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ანი წითლიძე და გიორგი ჩალაძე ჭორს უწოდებენ მათი დაოჯახების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
“სინამდვილეში ეს ამბავი იყო ასე: ჩემი და ანის ამ ლამაზ ამბავს ვფარავდით და გადავწყვიტეთ, პოლონეთში გაგვეხადა საჯარო. ამის გამო ვიყავით მთელი დელეგაცია ვარშავაში (ნუ, თან მიშას ჯილდო შევიძინეთ). მეჯვარეები: პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ივერი ბალახაშვილი და იგორ ნარმანია. ანის მხრიდან თვითონ იტყვის.
ახლა მაინც მიხვდებიან კოლეგა ოპოზიციონერები, როგორ შეგვიშალეს ამ ბედნიერ დროს ხელი. აქვე დავამატებ - ჩემი რელიგია მაძლევს რამდენიმე მეუღლის უფლებას. ასე რომ, წინა ქორწინება ისევ ძალაშია. ერთი დიდი ნაციონალური ოჯახი ვართ“ - წერს ჩალაძე.
“მეგობრებო - ჩემს თავზე იმდენი წარმოუდგენელი ჭორი გამიგია და შეუთხზავთ, ვერაფრით გამაკვირვებენ. მხოლოდ მადლობა ეკუთვნით ჭორის ავტორებს ამ დაძაბულ და სტრესულ გარემოში ღლიცინის შესაძლებლობისთვის. ბოლო ორი დღეა TV Imedi და ქოცების ტროლ-ბოტების განსაკუთრებული სამიზნე ვარ და J’adore - მხოლოდ პატივია, რომ იციან, ვის უნდა ებრძოლონ. მე ისევ მათ ისტერიკაზე გავერთობი“ - წერს წითლიძე.