loader

საგარეო უწყება სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგარეო უწყება სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.