loader

სუდანში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ და წერილს ავრცელებენ- რა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს საგარეო უწყება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუდანში ჩარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ და წერილს ავრცელებენ- რა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს საგარეო უწყება?

"გუშინ იყო 3-საათიანი დერეფანი და არავის უცდია მათი გამოყვანა. წყალიც უმთავრდებათ და საჭმელიც" - სუდანში ჩარჩენილი ქართველები მე-3 დღეა დახმარებას ითხოვენ.

თურქეთში საქართველოს საელჩო სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.

ვიდეო: “მთავარი არხი“