loader

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეუძლიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეუძლიათ

„16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური „დიდუბიდან“ დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, „მარჯანიშვილის“ მეტროდან და „სადგურის მოედნიდან“ კუკიის სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, „სარაჯიშვილის“ მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუამთის ქუჩიდან და „ვარკეთილის“ მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე. ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.