როგორ მოვერიოთ ნაბახუსევს?
თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კუჭის გაღიზიანება, თავბრუსხვევა - ნაბახუსევის სახელით ცნობილი ეს სიმპტომები, კვლვევის თანახმად ზრდასრულების 76 პროცენტს, ცხოვრებაში სულ მცირე ერთხელ მაინც გამოუცდია.
მძიმე თრობის მომდევნო დღეს ადამიანის ორგანიზმი ალკოჰოლის დაშლას იწყებს. ამ დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები იმუნური სისტემის ძლიერ საპასუხო რეაქციას იწვევს, რასაც გარკვეული ხანი უსიამოვნო შეგრძნებები მოჰყვება.
ჭარბად მოხმარებული ალკოჰოლის შემთხვევაში, ნაბახუსევზე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების დიდი რისკი არსებობს.
დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად ალკოჰოლური ინტოქსიკაციის რისკიც იზრდება. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ტოქსიკოლოგების რჩევებს როგორ ავიცილოთ თავიდან ინტოქსიკაცია და რით ვებრძოლოთ ნაბახუსევს.