loader

რო­გორ ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისე  რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ შეგ­ვექ­მნას და წონაში არ მოვიმატოთ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რო­გორ ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისე  რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ შეგ­ვექ­მნას და წონაში არ მოვიმატოთ?

მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებიც დიდ მარხვას იცავენ, აღდგომის დღესასწაულზე და მას შემდეგ, ყველა სახის საკვების მიღების უფლება აქვთ. თუმცა ამ დროს ხშირად ხდება კუჭ-ნაწლავის ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლინება, სწორედ ამიტომ დიეტოლოგი ნინო დოლიძე გვირჩვევს თუ როგორ უნდა გადავიდნენ მარხვიდან სრულფასოვან კვებაზე მორწმუნეები ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ორგანიზმს და რა პროდუქტები მიიღონ დაქვეითებული იმუნური სისტემის გასაძლიერებლად?

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ 7-კვირიანი მარხვის დასრულების შემდეგ, იმუნიტეტის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პროცესში კი არსებობს კონკრეტული საკვები პროდუქტები, რომელიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს,რაც დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე და ეხმარება ორგანიზმსს გარემო პირობებთან ადაპტირებისთვის.

ასეთი პროდუქტების სიაში კი მწვანე ჩაი, დარიჩინი, თაფლი, ნუში, თხილი და ნიგოზი შედის.

მარხვისას, ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლის ახალ რეჟიმზე გადადის, რა დროსაც ცხიმოვანი და ცილოვანი პროდუქტები მცირდება და რაციონში იმატებს მცენარეული ცხიმის შემცველი საკვები ნივთიერებები. სრულფასოვან კვებაზე გადასვლისას დიდი რაოდენობით ცხიმის მიღება ნაღვლის ბუშტში უკვე არსებულ კენჭის გააქტიურებას იწვევს.

კითხვას, რო­გორ ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისე რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ შეგ­ვექ­მნას, დი­ე­ტო­ლო­გი ნინო დო­ლი­ძე პასუხობს.