loader

გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა მიმართვას ავრცელებს

გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი სოციალური ქსელში, დიდი დიღმის ჯგუფში მიმართვას ავრცელებს.

"ანი იანუშაიტიტეს დედა გწერთ... გთხოვთ ყველას, ვინც 16 მარტს 22.00 - 24.00 საათამდე სეირნობდით და იმყოფებოდით "ლელო არენას" და ხელოვნების კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმორჩილესად გთხოვთ, დამიკავშირდით პირადში. თუნდაც უმნიშვნელო დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია. ანი მოკლულია და მკვლელი ქუჩაშია!

გთხოვთ, ყველამ გაიგეთ - ჩატარდა სრული ექსპერტიზა და პასუხებს ველოდებით" - წერს ნატო ხუტაშვილი.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 17 მარტს, გამთენიისას, 12 წლის გოგონა ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი ნახეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად საკვებით გამოწვეულ ასფიქსიას განიხილავენ, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.