loader

BBC სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში დე­ტა­ლუ­რად ხსნის, რა­ტომ მი­იჩ­ნევს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს საქ­მის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ფი­გუ­რად (ქართული სუბტიტრებით) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში დე­ტა­ლუ­რად ხსნის, რა­ტომ მი­იჩ­ნევს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს საქ­მის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ფი­გუ­რად (ქართული სუბტიტრებით)

BBC სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფილმში, რო­მე­ლიც მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან თაღ­ლი­თურ სქე­მას ეხე­ბა, დე­ტა­ლუ­რად ხსნის, რა­ტომ მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ამ სქე­მის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ფი­გუ­რად.

გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ არ­სე­ბობს სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­ზე­რაშ­ვილს ამ სქე­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ Milton group-თან და­ა­კავ­ში­რებს, არ­სე­ბობს ამის ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ავ­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა 5 სა­ხე­ლი - და­ვით თო­დუა, რატი ჭე­ლი­ძე, გუ­რამ გო­გეშ­ვი­ლი, ჯო­ზეფ მგე­ლა­ძე და მა­იკლ ბე­ნი­მი­ნი, რომ­ლე­ბიც Milton-ის სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მის, EverFx-ის ან მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­ნი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პი­რე­ბად არი­ან და­სა­ხე­ლე­ბუ­ლე­ბი. ფილმში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მა EverFx-ი ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­პენ­სიო ასაკს მიღ­წე­ულ ადა­მი­ა­ნებს ფუ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბას სთა­ვა­ზობს და ვაჭ­რო­ბის გზით მო­გე­ბის მი­ღე­ბას ჰპირ­დე­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ თაღ­ლი­თუ­რი გზით ამ ადა­მი­ა­ნებს ფი­ნან­სურ სახ­სრებს არ­თმევს.

BBC-ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, სწო­რედ კე­ზე­რაშ­ვი­ლია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია Axios-სთან, რო­მე­ლიც EverFx-ს ფლობს, ის ასე­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­ას­თან NEWAGE, რო­მელ­მაც შექ­მნა სა­ვა­ჭო პლატ­ფორ­მა და ვებ-სა­ი­ტი EverFx-ის­თვის.