"მისტერ ოფშორი" და მისი ქოლცენტრები - BBC თაღლითურ სქემაზე ფილმს აქვეყნებს
ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC ფილმს აქვეყნებს.
დოკუმენტურ ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება.
BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული.
ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ.
'ჩვენ ვიცით, რომ ამ ოთხი ადამიანის კავშირი, “პანამის დოკუმენტების“ მიხედვით, მიდის კეზერაშვილთან.
რა ხდება ახლა?
ეს ოთხი ადამიანი ერთმანეთთან იმით არის დაკავშირებული, რომ ისინი ფლობენ ტექ და, სავარაუდოდ, “სკამ“ კომპანიებს.
მაგრამ არის დღეს კეზერაშვილი მათთან კავშირში?
აი, რას ვხედავთ დოკუმენტებში:
ის დაკავშირებულია axios-თან, რომელიც ever fx-ს ფლობს.
მისი ვენჩურული ფონდის მეშვეობით, ფლობს ამ კომპანიის ბრენდინგისა და ვებსაიტის კომპანიას,
რომელმაც ever fx-ის სავაჭრო პლატფორმა და ვებსაიტი შექმნა.
მისი იმეილის სერვერები გამოიყენებოდა ever fx-ის, axios-ის და new age-ისთვისაც.
ის ფლობს შენობას კიევში, სადაც 2020 წელს ცხელი ხაზის მთავარი ოფისი გადავიდა და ever fx-ი გაყიდეს.
ოფისს "მისტერ სტაფილოსფერი" მართავდა.
კავშირი ჰქონდა europol-ის აქციებთან უკრაინაში.
ეს ფოტო კი კეზერაშვილის სოციალურ წრეს კრავს.
2018 წლის ქორწილზე მან ფოტო "მისტერ სტაფილოსფერთან" და "მისტერ წითელთან" ერთად გადაიღო.
მას ასევე ძალინ საინტერესო სოციალური მედიის კავშირები აქვს.
....
კეზერაშვილი რეგულარულად იწონებს და აზიარებს ამ კომპანიების "ფეისბუქ" და LinkedIn-პოსტებს.
მათ შორის, ever fx-ის და axios-ის ჯგუფებს.
მისი "ფეისბუქმეგობრების" 45-მდე მეგობარი ჩართულია ამ პლატფორმების აქტივობებში.
და, რა თქმა უნდა, მისი "ფეისბუქმეგობრები" არიან "მისტერ ვარდისფერი", "მისტერ ცისფერი", "მისტერ მწვანე" და "მისტერ ნარინჯისფერი".
"მისტერ წითელი" მისი ნათესავია.
ჩვენ ვესტუმრეთ მისტერ კეზერაშვილს მის 18-მილიონდოლარიან სახლში, რომელიც ლონდონში მდებარეობს.
გვინდოდა მოგვესმინა მისი პასუხები ამასთან დაკავშირებით.
ის არ არის ხელმისაწვდომი?..
კარგი, დიდი მადლობა...
ის არ დაგველაპარაკა, მაგრამ მისმა ადვოკატებმა გვიპასუხეს:
“კეზერაშვილი უარყოფს მის რაიმე სახის კავშირს milton-თან და იმას, რომ “სკამით“ რაიმე სახის ფინანსური სარგებელი მიიღო.
ის აცხადებს, რომ ever fx-ი მისი ლეგიტიმური ბიზნესი იყო, თუმცა ის კავშირები, რაც ამ დამიანებსა და IT-ს შორის აღმოვაჩინეთ, არაფერს ამტკიცებს.“
მისტერ ჭელიძე და გოგიშვილი ასევე უარყოფენ ბრალდებას. კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებებს და ვადასტურებთ, რომ ever fx-ი არის ლეგიტიმური პლატფორმა.
ისინი უარყოფენ ყველანაირ კავშირს ever fx-სა და milton-ს შორის. აცხადებენ, რომ ever fx-ს არასოდეს გამოუყენებია კრიპტოსაფულე.
მისტერ მგელაძე: "სრულიად უარვყოფ ბრალდებებს, milton group-თან არანაირი კავშირი არ მაქვს და ე.წ. ქოლცენტრებს არასოდეს ვფლობდი".