მეზობლების რეაქცია, როდესაც უბანში მომუშავე არნოლდ შვარცნეგერი დაინახეს - კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა სამკვირიანი ლოდინის შემდეგ ასფალტი თავად დააგო
არნოლდ შვარცნეგერმა ლოს-ანჯელესის ქუჩების კეთილმოწყობა საკუთარ თავზე აიღო და თავისსავე უბანში ასფალტზე არსებული ღრმული შესაბამისი სამშენებლო მასალით ამოავსო. კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა "ტვიტერზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის და კიდევ ორი მამაკაცი გზას აგებენ.
"წუწუნს საქმის კეთება სჯობს", - ამბობს შვარცნეგერი.