“თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტარენიდან“ - რას წერს თინა ხიდაშელი დავით კეზერაშვილზე?
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი BBC-ის სტატიას ეხმაურება, სადაც დავით კეზერაშვილი და კიდევ რამდენიმე ქართველი თაღლითურ საქმიანობაშია მხილებული:
“ორი დღე არ დაიტოვებით... ისეთი გაოგნებული კომენტარები მხვდება კეზერაშვილზე, თითქოს არც ბიზნესების ახევა გსმენიათ, არც ის გაგიგიათ, 24 წლის ბიჭი თანამდებობებზე ყოფნის მერე უცებ მილიონერად რომ გავიდა პოლიტარენიდან.
მის ბოლო ინტერვიუს მაინც უსმინეთ, თავად ჰყვება ყველაფერს! სულ ყველაფერს, უბრალოდ ცოტა უნდა მოინდომოთ, რომ გაიგოთ.
აი, აღფრთოვანებულ ოცნების მომხრეებს კი როგორ არ გიტყდებათ, რომ BBC დასჭირდა იმას, რაც თქვენმა სათაყვანო პროკურატურა-სასამართლომ ვერ შეძლო? და არასოდეს რომ არ გაქვთ კითხვები, როგორ ხდება ასეთი ამბები შესაძლებელი“.