loader

"ერთი ქალი კინაღამ გაიტანეს" - დაპირისპირება მარნეულში; არსებული ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, გაქცევის დროს მანქანა ამოუბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი ქალი კინაღამ გაიტანეს" - დაპირისპირება მარნეულში; არსებული ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, გაქცევის დროს მანქანა ამოუბრუნდა

მარნეულის სოფელ დაშტეფას მცხოვრებლებმა საპატრულო პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ "ოპელის" მარკის ავტომობილის მეპატრონეს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მძღოლი კი, რომელიც არსებული ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მის მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაიქცა, რის გამოც პოლიცია მას აედევნა.

მანქანა დაშტეფაში ერთ-ერთი ხიდზე ამობრუნდა, რის შემდეგაც მანქანაში მყოფმა სამმა ადამიანმა და სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა პატრულის მანქანას ქვები ესროლეს.

ინციდენტის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციის დამცველ ადგილობრივებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ სამი პირი დააკავა.

"დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.-მ მიმდინარე წლის 12 აპრილს მარნეული-სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა, გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა.

ა.ბ.-მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვიდეო: "მთავარი არხი"