ვინ არის ქალი, რომლის სახლს აღდგომის დღეებში უამრავი ადამიანი სტუმრობს
სააღდგომო კვერცხები, პასკები, კალათები, ყვავილები - ეს ანი გოგოლაძის შემოქმედებაა.
მისი სახლი ახალ წელს და სააღდგომოდ მნიშვნელოვნად გამოირჩევა. აქ არაერთ საინტერესო დეკორაციას შეხვდებით.
ამბობს, რომ თითოელი დეკორაცია შვილივით უყვარს და უფრთხილდება.
20 წლის წინ, საახალწლო დეკორაციების შექმნა დაიწყო, ბოლო 3 წელია სააღდგომო დეკორაციებსაც ქმნის და მისი ნამუშევრები ადამიანების გაოცებას ნამდვილად იწვევს.