პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკები ამოიღო - დაკავებულია 16 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის, გურიის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკები ამოიღეს - დაკავებულია 16 პირი, 1 კი მხილებულია.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.