"შეიძლება მწარეა, ახლა რასაც გეუბნებით... აღდგომის შემდეგ რომ გაქრებით ეკლესიიდან და დაელოდებით შემდეგ დიდ მარხვას, მაგრამ რომ არ დაგიდგეთ შემდეგი?" - მამა შალვა კეკელია
"დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ხართ ტაძარში მოსული, მაგრამ ყველაზე მძიმე ის იქნება, თუ შემდეგ კვირას ტაძარში არ მოხვალთ, შემდეგ კვირას ისევ არ მოხვალთ. მარტო ბზობას ეკლესიაში მოსვლა სულის საშველი არ არის.
ადამიანი, რომელიც მხოლოდ ბზის წასაღებად მოვა ეკლესიაში და შემდეგ კვირაში დაავიწყდება ისევ ეკლესია, აღარ ივლის, კვირას წირვას არ დაესწრება, ემსგავსება ადამიანს, რომელიც ამბობს მერე, ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ესე.
იცით, რატომ მიდის დიდი მარხვის შემდეგ ადამიანი ეკლესიიდან? იმიტომ, რომ ის ღმერთზე შეყვარებული არ არის, მას თავისი ჯვარცმული ღმერთი არ უყვარს. ის რომ შეყვარებული იყოს ღმერთზე, შეყვარებულებს არ ღალატობენ" - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას თქვა.