ახალგაზრდა, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა - ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ახალგაზრდა, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა.
ამის შესახებ ,,ტვ მონიტორინგს" თვითმხილველმა აცნობა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პირი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლის სამართავად შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას ცდილობდა. შემთხვევა გორის მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.