ავტოსაგზაო შემთხვევა გორის შესასვლელთან - დაშავდა ორი ადამიანი
გორის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს პიკაპის ტიპის და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.