"სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით, ერთი გამაგებინეთ, რა!" - თეა გოდოლაძე განცხადებას ავრცელებს
თეა გოდოლაძე რიკოთის გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა, აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას! აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქვნით, ერთი გამაგებინეთ, რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო, რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს. თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს, რა." - წერს თეა გოდოლაძე.