ბერძენ წამყვანს პირდაპირ ეთერში აცნობეს, რომ გარდაიცვალა ქართველი ქალბატონი, რომელიც მის სახლში 12 წელი მუშაობდა - “არასოდეს დაგივიწყებ, საკუთარ შვილზე მეტად მიფრთხილდებოდი“
კატერინა კენურიუს გუშინ პირდაპირ ეთერში შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა ქართველი ქალბატონი, რომელიც მის სახლში 12 წელი მუშაობდა.
მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ქართველ ქალბატონს უძღვნის:
“მშვიდად განისვენე, არასოდეს დაგივიწყებ, ჩემო საყვარელო ქალბატონო, რადგან საკუთარ შვილზე მეტად მიფრთხილდებოდი. ულამაზესი სული გქონდა, სიყვარულით, რწმენითა და სიკეთით სავსე. შენ მე უკეთესი ადამიანი გამხადე, უკვე ძალიან მენატრები და ჩემი სახლი უშენოდ ცარიელია…“ - ვრცლად იხილეთ georgians.gr