loader

შესაძლებელია თუ არა ვერაგი ვირუსის დაბრუნება?! - რას ამბობს ინფექციონისტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესაძლებელია თუ არა ვერაგი ვირუსის დაბრუნება?! - რას ამბობს ინფექციონისტი?

მსოფლიოს გარშემო პოლიომიელიტის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. მსოფლიო ჯადაცვის დეპარტამენეტი მოსახლეობას აცრისკენ მოუწეოდებს.

ამერიკის შეერტებულ შტატებში, ამ დრომდე გამქრალი ვირუსი, ჯერ როკლენდის ადმინისტრაციულ ერთეულში, შემდეგ კი ნიუ იორკის გარეუბანში დაფიქსირდა, სადაც პოლიომიელიტით დაინფიცირების შედეგად ადამიანი პარალიზდა.

ათწლეულების განმავლობაში ქვეყნებში, სადაც ვაქციანაციის დონე მაღალია და არსებობს საყოველთაო ჯანდაცვა სისტემა, პოლიომიელიტის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

ექსპერტების თქმით, ბოლო წლებში, ვაქცინაციებისგან თავის არიდებითა და ჯანდაცვის სექტორის მოდუნებით ვირუსისგან თავდაცვის მექანიზმები შესუსტდა.

ამ დრომდე აქტიურ კერებად ავღანეთი და პაკისტანი ითვლება, 2020 წლის სტატისტური მონაცემების თანახმად, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო აცრის მიღების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, სწორედ ამ ქვეყნებში ფიქსირდება.

პოლიომიელიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც კიდურებისა და სხეულის კუნთების დამბლას იწვევს.

ინფექცია საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ან ცხვირ-ხახიდან, ვრცელდება. იგი უმეტესად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ.

დაავადების გავრცელების მიზეზი კი შეიძლება იყოს ვაქცინის დეფიციტი და არასრულფასოვანი იმუნიზაცია.

ინფექციით დაავადებულთა უმრავლესობას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ზოგიერთს აღენიშნება:

ტემპერატურა, ყელის თავის კუჭისა და კუნთების ტკივილი. ანორექსია, საერთო სისუსტე და ღებინება.

ასიდან ერთს, შემთხვევაში პოლიომიელიტი ნერვულ სისტემაში იჭრება. მსგავს შემთხვევაში დააავადება დამბლა იწვევს.

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ამ კითხვით ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას მივმართეთ. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს პოლიომიელიტის გავრცელების საფრთხე არ აქვს.

დაავადების აღმოფხვრის ერთდაერთი საშუალება ვაქცინააცია.

ვაქცინის 5 დოზას ძირითადად, 8 კვირიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკეთებენ.

იმისათვის, რომ ადამიანი დაავადების წინააღმდეგ სრულიად იმუნიზირებული იყოს, მან ვაქცინის ყველა დოზა უნდა გაიკეთოს.

დარგის სპეციალისტების თქმით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვირუსზე ბავშობაში არ აცრილა, მას შეუძლია, რომ ვაქცინაცია ნებისმიერ დროს ჩაიტაროს.

ინფექციონისტები ამბობენ, რომ პოლიომიელიტის ვირუსის მცირე რაოდენობის ნიმუშები ყოველწლიურად ვლინდება, ფართო საზოგადოებაში მისი გადადების რისკი კი იმ შემთხვევაშია დაბალი, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინირებულია.