loader

ვიდეო, რომლის გამოც დალაი ლამა საჯარო ბოდიშს იხდის - სულიერმა ლიდერმა არასრულწლოვან ბიჭს ტუჩებში აკოცა და უხერხული მოთხოვნა გააჟღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, რომლის გამოც დალაი ლამა საჯარო ბოდიშს იხდის - სულიერმა ლიდერმა არასრულწლოვან ბიჭს ტუჩებში აკოცა და უხერხული მოთხოვნა გააჟღერა

დალაი ლამამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სულიერი ლიდერი არასრულწლოვან ბიჭს ტუჩებში კოცნის და შემდეგ ღონისძიებაზე „ენის ალოკვას“ სთხოვს.

„მისი უწმინდესობა ხშირად ეხუმრება ადამიანებს, მათ შორის, საჯაროდ, კამერების წინ. ეს უწყინარი ხუმრობა იყო“ - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო თებერვალში გორაკზე, ქალაქ დჰარამშალაში გამართული ღონისძიების დროს არის გადაღებული. ბიჭი დალაი ლამას ჩახუტებას სთხოვს, რის შემდეგაც სულიერი ლიდერი მას ტუჩებში კოცნის.

ვირუსულად გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა და დალაი ლამას პედოფილიაში დასდეს ბრალი.

წყარო: cnn.com