ანატოლი ბიბილოვს ფარულად გადაღებული ვიდეო გაუვრცელეს - არაღიარებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს მობილიზებული რუსი სამხედროები აუჯანყდნენ
ტელეგრამ-არხი "მობილიზაცია" აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც არაღიარებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მობილიზებულ რუს სამხედროებს ეჩხუბება. როგორც ირკვევა, მამაკაცებს წინასწარ ჩამოართვეს დოკუმენტები და მიჰყავთ ლუგანსკში, ფრონტის ხაზზე, რასაც ისინი აპროტესტებენ.
"თქვენ არცხვენთ რუსეთს. მე სამხრეთ ოსეთიდან ვარ. ჩემი ბოლო თანამდებობა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობა იყო. ახლა აქ თქვენთან ერთად ვარ... ხვდებით, გესმით, რა ნაბიჯს დგამთ? თავით უნდა იფიქროთ, როგორ შეხედავთ იმათ თვალში, ვინც ახლა იბრძვის", - ყვირის ბიბილოვი... ვრცლად იხილეთ ambebi.ge