"ქლაჩის ფოტოს წამოძახება რა ქაჯობაა? - "ბალენსიაგას" კაბებით არ შრიალებდე თითქოს..." - თათია სამხარაძე თამარ ჩერგოლეიშვილს
"გაებუტეთ უკვე სალომეს? გუშინ ხომ გიყვარდათ? ანუ მოწვევა რომ მიიღეთ, ჩათვალეთ, ერთადერთი ხართ, ამაღლდით, გამოიპრანჭეთ, ფოტოები იღეთ და უღეთ ერთმანეთს, ადიდეთ სალომე… და უცებ აღმოაჩინეთ, რომ ნათია ბერიძეს უნაწილებს სიყვარულს? რამხელა სევდაა. საათი რომ სწორ დროს აჩვენებს, მაინც დააკვირდით ხოლმე… ისრები ხომ არ დგას და დაემთხვა" - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც თათია სამხარაძის პოსტს ეხმაურება.
ცნობისთვის, თათია სამხარაძემ სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში კითხვით მიმართა, თუ რატომ ესწრებოდა პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას "პოს tv"-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე.