რუსთავში მამაკაცმა 100 000 დოლარი გაიტაცა, რის შემდეგაც ქვეითს დაეჯახა და ხრამში გადავარდა
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დავით გარეჯის ქუჩაზე მამაკაცმა "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილიდან მოტყუებით ჩასვა მგზავრი და მისი კუთვნილი თანხა, 100 000 დოლარი გაიტაცა. შემთხვევის ადგილიდან მალევე მძღოლი გზაზე მოძრავ ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და არხში ჩავარდა.
ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ბრალდებული, 25 წლამდე ახალგაზრდა კი, პოლიციამ ადგილზე დააკავა.