loader

რას ამბობს გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა, რა ჩანს სათვალთვალო კამერებში? - "კბილებს უკან ჰქონდა მთელი პირი სავსე და კბილებს აქეთ წვეთი არ ჰქონდა" ​ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა, რა ჩანს სათვალთვალო კამერებში? - "კბილებს უკან ჰქონდა მთელი პირი სავსე და კბილებს აქეთ წვეთი არ ჰქონდა" ​

"ანი არის მოკლული, იმიტომ, რომ კამერებში ჩანს, რომ 3 წუთით ადრე საქანელაზე ქანაობს, მერე მოდის სახლის მიმართულებით... ხეებისგან მრავლობითი დაზიანება აქვს - სახე აქვს დაკაწრული, ხელი აქვს დაკაწრული, მუხლი აქვს გადაგლეჯილი... ბავშვი არის ძალადობრივად შეთრეული...

შეთრევის დროს გზად ტელეფონი დაკარგა, ტელეფონი მოშორებით არის ნაპოვნი...

კბილებს უკან ჰქონდა მთელი პირი სავსე და კბილებს აქეთ წვეთი არ ჰქონდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს პირზე ჰქონდა ხელი აფარებული...

3 წუთის წინ ჯანმრთელი ბავშვი მორბის და უცებ შევარდა, იკაწრება, ხის ქვეშ შეწვება და კვდება?! არა, ბავშვი მოგუდეს ფეხზე, იმიტომ, რომ ხელები სუფთა აქვს" - ამის შესახებ 17 მარტს დიდ დიღომში ნაპოვნი გარდაცვლილი 12 წლის ანის დედამ, ნატო ხუტაშვილმა, "მთავარ არხს" განუცხადა.