loader

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა.

აქციის ორგანიზატორები არიან "ტაბულა", "ევროპული საქართველო", "ამომრჩრველთა განათლების საზოგადოება" და "თავისუფლების ინსტიტუტი".

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

„ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო: "ტაბულა"