"30 წლამდე გოგოს თმა გადაპარსეს და პატარა შვილთან ერთად გაუშვეს მამის სახლში" - რას წერს უფლებადამცველი?
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა მარნეულის სოფელ თაზაქენდიში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს, სადაც ახალგაზრდა გოგონას თმა გადაპარსეს და ქმრის სახლიდან გააგდეს.
"ვფიქრობდი, რომ ხანუმ ჯეირანოვას შემთხვევის შემდეგ მსგავსი რამ არ მოხდებოდა. დღეს მომწერეს მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან, სადაც 30 წლამდე გოგოს თმა გადაპარსეს და პატარა შვილთან ერთად გაუშვეს მამის სახლში.
თურმე გოგო თავის დროზე იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ყოფილა.
მას ბიძაშვილთან ჰქონია ურთიერთობა და ქმარმა რომ გაიგო ეს ამბავი, თმა გადაპარსა ცოლს. მეორე ბიჭი კი ამბობენ, სავადმყოფაშია, სუიციდი სცადა მომხდარი ფაქტის გამო.
ახლა ყველას გოგოს აბრალებს, მაგრამ ელემენტარული რამე არ ესმით, რომ მას არ მისცეს არჩევანის უფლება და გაათხოვეს მისი ნებართვის გარეშე… და შედეგი… რთულადაა საქმე ამ რთულ საზოგადოებაში" - წერს ბაირამოვა.