სროლა და დაპირისპირება ვაკეში - რას ამბობენ შსს-ში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.
ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისა და სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. ვიდეოში ისმის ასევე სროლისა და გინების ხმა.