"ცხადია, ეს ვიდეო სამარცხვინოა! უბრალოდ რუსის დასაცინი რომ გავხდით, ეგ არის სასაცილო" - დაპირისპირების რა კადრები ვრცელდება და რას წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები?
სოციალურ ქსელში რუსი ქალის მიერ თბილისში გადაღებული დაპირისპირების კადრები ვრცელდება, რომელშიც ისმის სროლის ხმაც.
როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, კადრები სავარაუდოდ, ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზეა გადაღებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განხორციელებულ ხულოგნობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
"რა უბედურებაა? მოკლედ, ამ ქვეყანაში, ვისაც ძალა ერჩის, ვინმე სხვას უნდა ურტყამდეს...
რუსების დასაცინიც გავმხდარვართ... სააღოლ სასტააავ!
ღმერთმა არ გვანახოს ის, რაც რუსეთის ქუჩებში ხდება - ალბერტანასტასია, ლუჩიანოს და გამბინოს ომები მონაგონია...
ეს არის ვაკე. ჟვანიას ქუჩა...
აქ რა ხდება? ვინ არის ასეთი ავადმყოფი?!
ცხადია, ეს ვიდეო სამარცხვინოა და ძალოვნები რას აკეთებენ ასეთ დროს საინტერესოა.... უბრალოდ, რუსის დასაცინი რომ გავხდით, ეგ არის სასაცილო. რა ბაევიკსაც რუსეთი უკრაინას უწყობს და ჩვენთვისაც არაერთხელ მოუწყვია" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ვიდეო: "ჩემი ქალაქი მკლავს"