ვრცელდება უმძიმესი კადრები, დაღუპულები 20 წლამდე ასაკის ქალები არიან - სროლა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად, ისრაელის ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას BBC ისრაელის თავდაცვის ძალებსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტომობილს ცეცხლი ჰამრას დასახლებასთან გაუხსნეს, რის შედეგადაც მასში მყოფი 20 წლამდე ასაკის ორი ქალი დაიღუპა, 45 წლის ქალი კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ტერორისტებს ეძებენ.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის ფაქტები მიმდინარე წლის დასაწყისიდან გახშირდა. BBC-ის ინფორმაციით, იმ დროიდან მოყოლებული, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა 90-ზე მეტი პალესტინელის ლიკვიდაცია განახორციელეს. პალესტინელების თავდასხმებს კი ისრაელის მხრიდან 16 ადამიანი, მათ შორის, 15 სამოქალაქო პირი და ერთი სამართალდამცველი, ემსხვერპლა.