"ხედავთ, რა მდგომარეობაში იმყოფებით! ჩემზე ნუ ინერვიულებთ!" - კახა კალაძე ჟურნალისტს
თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას არ ნანობს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ გეგმავს თანხების გამოტანას სხვადასხვა ქვეყნის ბანკებიდან მოსალოდნელი სანქციების გამო, კალაძე ჟურნალისტს მოუწოდებს, რომ მის თანხებზე არ ინერვიულოს.
“თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებსა და ბანკებზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ და ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, ჩემზე ნუ ინერვიულებთ. ჩემს თავს როგორმე მივხედავ და მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ”, - აღნიშნა კალაძემ.