რა თქვა შალვა პაპუაშვილმა "მთავარისა" და "TV პირველის" ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერების შესახებ?
ტყუილია, თითქოს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს აკრედიტაციის შეჩერებას კითხვის შინაარსთან. მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „TV პირველის” ჟურნალისტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ჩაეწეროს ჟურნალისტს, მის სურვილს პატივი უნდა სცენ.